ჩვენება სხვიტარიძის საქმეზე - მოწმე პოლიციელი ამტკიცებს, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული აქციაზე შეკრებილ ხალხს ჟესტებით ამშვიდებდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში, საბა სხვიტარიძის პროცესზე მიყვანილი მოწმე პოლიციელი ირწმუნებოდა, რომ 4 დეკემბერს, "ქორთიარდ მერიოტთან" მის კოლეგასთან, მირიან ქავთარაძესთან ერთად იმყოფებოდა და მოქალაქეებს სიმშვიდის დაცვისკენ ჟესტიკულაციით მოუწოდებდა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ლუკა ჭოხონელიძეს იმის თქმა მოუწია, რომ საპროტესტო აქციაზე სამოქალაქო ფორმაში იყო გამოწყობილი და საპატრულო პოლიციის მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ ეკეთა.
სანამ ფაქტი მოხდებოდა, ხელითაც და ასევე დავუძახე, რომ დამშვიდდით, პოლიციელები ვართ. მოწოდება მოხდა. ხმაური და ქაოსი იყო. ერთმანეთის გვესმოდა. იმ მომენტში იმდენად ქაოსი იყო, რომ ვცდილობდი სიტუაცია დამეწყნარებინა, მაშინ არ ვუსმენდი. ხმამაღლა რომ ეყვირა, ან დაეძახა, მირიანის ხმას ვერ გავიგებდი." - განაცხადა ლუკა ჯინჭარაძემ.
შეგახსენებთ, საბა სხვიტარიძეს რეჟიმი მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას ედავება. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.
- სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.