"ვერ გააჩერებთ სოლიდარობას" - საზმაუსთან შეკრებილებმა მსვლელობა დაიწყეს
საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ დაიძრნენ - პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები პირველი არხის ხელმძღვანელობის გადადგომასა და მოქალაქეებისთვის ეთერის დათმობას მოითხოვენ.
"საქართველო აჯანყდი", "ვერ გააჩერებთ სოლიდარობას" - სკანდირებენ მოქალაქეები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ პროევროპულ აქციაზე დაკავებულ უკანონო მოქალაქეებს და მათ გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
მსვლელობაში მონაწილეობას სინდისი პატიმრის, ნიკა კაციას ძმაც იღებს. მისი თქმით, "ქართული ოცნების" ფინანსური დარტყმა ფონდებზე აქციის მონაწილეებს ვერ შეაშინებს.
ყველა პოლიტპატიმარს ვეტყვი, რომ მხნედ იყავით. ეს პროცესები იმაზე უფრო მალე დამთავრდება, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. ერთი დღე არ იქნება ბრძოლის გარეშე. დღეს ვნახეთ უკანასკნელი ნაბიჯი, რითაც ცადეს ჩვენი შეშინება ფონდების ყადაღა ვფიქრობ, რომ არ არის შემთხვევითი და ეს არის მათი ბოლო ნაბიჯი, ბოლო ამოსუნთქვა და არც ამას არ შევეგუებით. უფრო ძლიერი პროტესტი იქნება ქუჩაში", - ამბობს ლაშა კაცია.
ცნობისთვის, "ნანუკას ფონდის", "ფროსფერითი ჯორჯიასა" და ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშები დააყადაღეს. ირკვევა, რომ საბანკო ანგარიშები პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დააყადაღა.