"პირველების" ინფორმაციით, უძილაურს ბრალს 15:00 საათზე წაუყენებენ - ჯანგველაძის მკვლელობისთვის დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს

18.03.25 13:16
"პირველების" ინფორმაციით, უძილაურს ბრალს 15:00 საათზე წაუყენებენ - ჯანგველაძის მკვლელობისთვის დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს

 

 

ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობისთვის დაკავებული დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ადვოკატმა მოინახულა - როგორც უფლებადამცველმა მედიასთან განაცხადა, გელა უძილაური დუმილის უფლებას იყენებს და საქმის მასალების გადაცემას ელოდება. 

"პირველების" ინფორმაციით, გელა უძილაურს ბრალის დადგენილებას 15:00 საათზე გაანცობენ.

პროცედურული საკითხები გავიარეთ. თვითონაც საქმის მასალებს ელოდება და როდესაც საქმის მასალები გადმოგვეცემა, გავეცნობით. ბრალთან დაკავშირებით იყენებს დუმილის უფლებას. საქმის მსალები არ მინახია, გავრცელებულ კადრებზე ვერ ვისაუბრებ მე თვითონაც, ველოდები მტკიცებულებებს და მტკიცებულებები არ არის ის, რაც გავრცელდა თუნდაც მედიის საშუალებით", - ამბობს ადვოკატი. 

ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 16 აპრილს ჩაცხრილეს. შაბათის ეთერის ინფორმაციით, ჯანგველაძე მოსკოვიდან თბილისში, მკვლელობამდე 3 საათით ადრე, მეგობრის და ბიზნესპარტნიორის, გურამ მოქიას პანაშვიდზე ჩამოვიდა.

პოლიციამ განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე ყოფილი სპეცრაზმელი, გელა უძილაური 17 მარტს დააკავა. უძლაურს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

მსგავსი სიახლეები