მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 26 წლის მუსიკოსი პატიმრობაში დატოვა

18.03.25 14:19
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 26 წლის მუსიკოსი პატიმრობაში დატოვა

26 წლის მუსიკოსი, დავით ხომერიკი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დღევანდელ პროცესზე აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობდნენ, თუმცა 26 წლის ხომერიკი, რომელსაც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის დამზადებას ედავებიან, ისევ ციხეში გააბრუნეს.

პროევოპული აქციების მონაწილემ დღეს სასამართლო პროცესზე მოსამართლეს უთხრა, რომ წარდგენილ ბრალში თავს  დამნაშავედ არ ცნობს.

პროცესზე ასევე გამოიკითა 2 ექსპერტი გამოიკითხა.

ექსპერტმა თქვა, რომ შეისწავლა ნივთიერებები და დაადგინა რა ნივთიერება იყო, თუმცა ვერ დაადგინა ხანდაზმულობა, როდის იყო მომზადებული ეს ნივთიერება, არ იცოდა, ვინ იყო მისი მფლობელი, უბრალოდ მიუტანეს და უთხრეს, დაედგინა რა ნივთიერება იყო", - ამბობს ადვოკატი შოთა თუთბერიძე. 

ხომერიკი პოლიციამ 2024 წლის 2 დეკემბერს დააკავა. პროკურატურა ხომერიკს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის ფლობას ედავება, მას ბრალი აფეთქების მომზადების მუხლი აქვს წარდგენილი. დავით ხომერიკი დუმილის უფლებას იყენებს.

 

მსგავსი სიახლეები