მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად ცნეს - ადგილზე ხმაურია

სტიკერის გაკვრის საქმე - მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 000-ლარიანი ჯარმის გადახდა დააკისრა.
სალიხ შაინიძის გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა.
- "უსამართლო სასამართლო", "მონა", "თავისუფლება მზიას" - სკანდირებდნენ სასამართლოში შეკრებილები.
პროცესს ესწრებოდა მზია ამაღლობელიც.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვა 13 მარტს განახლდა. ამავე სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ 11 იანვარს აქციაზე მზია ამაღლობელი "პოლიციას აყენებდა შეურაცხყოფას", რასაც არ დაემორჩილა.
მზია ამაღლობელმა პირდაპირ თქვა, რომ საქმე და დაკავების ოქმი გაყალბებულია.
აღსანიშნავია, რომ სალიხ შაინიძეს 13 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატების მიერ წარდგენილი ვიდეო-მტკიცებულებები სადაო არ გაუხდია:
- ვიდეოში ჩანს, რომ ჟურნალისტს უშუალოდ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელია აკავებს, დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი სხვა პოლიციელმა – გოჩა ვანაძემ დააკავა.
- მოსამართლემ უდავოდ მიიჩნია ასევე ვიდეო, სადაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა ისმის, მზია ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლით იყო დაკავებული. ოქმში კი, რომელსაც დაცვის მხარე და თავად დაკავებული გაყალბებულს უწოდებს, წერია, რომ თითქოს მზია ამაღლობელი პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.