დაარღვევს თუ არა დუმილს ე.წ კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობაში ბრალდებული? - სასამართლოში პროცესი იწყება

19.03.25 11:18
დაარღვევს თუ არა დუმილს ე.წ კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობაში ბრალდებული? - სასამართლოში პროცესი იწყება

ე.წ კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლოს მოლოდინში - პროცესი საქალაქო სასამართლოში წუთი-წუთზე დაიწყება. პროკურატურა ითხოვს, ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმეზე დაკავებული კაცი პატიმრობაში გაუშვან. ადვოკატის თქმით კი, დაცვის მხარეგელა უძილაურის გათავისუფლების, უკიდურეს შემთხვევაში  გირაოს შუამდგომლობას დააყენებს. 

თავად ბრალდებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს, ამიტომაც, ახლა საინტერესოა, დაარღვევს თუ არა დუმილს გელა უძილაური განსასჯელის სკამიდან. 

გუშინ სასამართლოს მიმართა პროკურორმა შუამდგომლობით ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიბის, პატიმრობის გამოყენების შესახებ. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე აპირებს საერთოდ აღკვეთი ღონისძების გარეშე დატოვება მოითხოვოს, ვინაიდან საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ვფიქრობ, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი არ არსებობს იმისა, რომ პირი პატიმრობაში დარჩეს. ალტერნატივის სახით კიდევ ალბათ გირაოს შევთავაზებთ მოსამართლეს. დაარღვევს თუ არა დუმილს არ ვიცი, პროცესზე ვნახოთ. გიდასტირებთ, რომ გაოგნებული იყო ნამდვილად და იმ საპროცესო მოქმედებებში, რომლებში მონაწილეობა მიიღო, ნებაყოფლობით დათანხმდა", - ამბობს ადვოკატი. 

ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 16 აპრილს ჩაცხრილეს. შაბათის ეთერის ინფორმაციით, ჯანგველაძე მოსკოვიდან თბილისში, მკვლელობამდე 3 საათით ადრე, მეგობრის და ბიზნესპარტნიორის, გურამ მოქიას პანაშვიდზე ჩამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პროკურატურამ უძილაურს ბრალი დაუმძიმა. 

მას ბრალად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას ედავებაიან.

  • გამოძიება დაიწყო 108-ე და 236-ე მუხლით, ხოლოდ ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით

დანაშაული 16 -დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.