ე.წ კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობაში ბრალდებულის პირველი ფოტო სასამართლოდან

19.03.25 11:51
ე.წ კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობაში ბრალდებულის პირველი ფოტო სასამართლოდან

გელა უძლაურის პირველი ფოტო  - ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ე.წ კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობაში ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობს. 

პროკურატურა დაკავებულისთვის პატიმრობას, ხოლო დაცვის მხარე გელა უძილაურის გათავისუფლებას ითხოვს. 

  • თავად ბრალდებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს, ამიტომაც, ახლა საინტერესოა, დაარღვევს თუ არა დუმილს გელა უძილაური განსასჯელის სკამიდან. 

ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 16 აპრილს ჩაცხრილეს. შაბათის ეთერის ინფორმაციით, ჯანგველაძე მოსკოვიდან თბილისში, მკვლელობამდე 3 საათით ადრე, მეგობრის და ბიზნესპარტნიორის, გურამ მოქიას პანაშვიდზე ჩამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პროკურატურამ უძილაურს ბრალი დაუმძიმა. 

მას ბრალად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას ედავებაიან.

  • გამოძიება დაიწყო 108-ე და 236-ე მუხლით, ხოლოდ ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით

დანაშაული 16 -დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.