სასამართლომ ე.წ კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

19.03.25 12:41
სასამართლომ ე.წ კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

საქალაქო სასამართლომ ე.წ კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარ პატიმრობა შეუფარდა - გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მახარობლიძემ რამდენიმე წუთის წინ გამაოცხადა. 

პროკურატურა დაკავებულისთვის პატიმრობას, ხოლო დაცვის მხარე გელა უძილაურის გათავისუფლებას ითხოვდა.

სხდომაზე პროკურორი გია შაიშმელაშვილი განმარტავდა, რომ გელა უძილაურმა 14-ჯერ გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან ლევან ჯანგველაძისა და მისი პირადი მძღოლის გია ჩადუნელის მიმართ.

პროკურორის თქმით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროება სახეზე იყო, რადგან დაკავებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები არსებობს, მით უფრო, რომ მან ერთხელ უკვე მიმალვა სცადა. 

დღევანდელ სხდომაზე ასევე გაირკვა, რომ დანაშაულის იარაღი პროკურატურას არ ამოუღია. პროკურორის თქმით, მას შემდეგ რაც უძილაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან კონკრეტული პირების მიმართ გასროლა განახორციელა, მან ცეცხლსასროლი იარაღი წაიღო, გადამალა, შეიძლება გაანადგურა კიდეც, რადგან ამ ეტაპისთვის პროკურატურისთვის დანაშაულის ჩადენის იარაღი მიუწვდომელია.

  • შაიშმელაშვილის თქმით, უძილაურს რეგისტრირებული აქვს 2 ცეცხლსასროლი იარაღი, საიდანაც ერთი იარაღი ბრალდების მხარის მხრიდან ამოღებულია ბევრ ვაზნასთან ერთად, მეორე იარაღი კი, ამ დრომდე ამოღებული არ არის.

შაიშმელაშვილის თქმით, უძილაური წარსულში ძალადობრივი ქმედებისთვისაა ნასამართლევი და მის მიმართ პირობითი მსჯავრი იყო გამოყენებული.

  • ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობის შესახებ მსჯელობას სასამართლო 13 მაისს გააგრძელებს.

ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 16 აპრილს ჩაცხრილეს. შაბათის ეთერის ინფორმაციით, ჯანგველაძე მოსკოვიდან თბილისში, მკვლელობამდე 3 საათით ადრე, მეგობრის და ბიზნესპარტნიორის, გურამ მოქიას პანაშვიდზე ჩამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პროკურატურამ უძილაურს ბრალი დაუმძიმა. 

მას ბრალად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას ედავებაიან.

  • გამოძიება დაიწყო 108-ე და 236-ე მუხლით, ხოლოდ ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით

დანაშაული 16 -დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.