ტვ "პირველის" ჟურნალისტები მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მახარობლიძემ სხდომათა დარბაზიდან ტვ "პირველის" ჟურნალისტები მარიამ გაფრინდაშვილი და ნანუკა ქაჯაია გააძევა.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ არ მიეცათ პროცესზე ფოტო გადაღების უფლება. მათ კანონის დაცვით ოფიციალური განცხადებით ჰქონდათ მოთხოვნილი ეს.
"ტვ პირველის" ჟურნალისტები ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობაში ბრალდებულის პროცესს ესწრებოდნენ.
ამ გადაწყვტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ - წერს მარიამ გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში.
სასამართლო პროცესების დახურვა დაწყებულიააა‼️‼️‼️
დაანონსებული რეპრესიული კანონის აღსრულება მოსამართლე თამარ მახარობლიძემ წიანსწრარ დაიწყო😡პროცესიდან გამოგვაძევა მე და Nanuka Kajaia მხოლოდ იმის გამო რომ "გავბედეთ" აგვეხსნა რომ ფოტოს გადაღების უფლება გვქონდა!!!ამ გადაწყვტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ ✌️მაგრამ მანამდე იცნობდეთ კლანის მორჩილ მოსამართლე თამარ(თაკო)მახარობლიძეს მალე უკეთ გაგაცნობთ.
Keti Basilashvili შენ განსაკუთრებით გახარებული ხარ ვიცი", - წერს მარიამ გაფრინდაშვილი.
ფოტო: რადიო თავისუფლება