გიორგი ჩიკვაიძე ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს
"პირველების" ინფორმაციით, პატიმარი გიორგი ჩიკვაიძე გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მისი ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის ცნობით, ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ეტლის გარეშე ვერ გადაადგილდება და მარცხენა ფეხს საერთოდ ვეღარ გძნობს.
ცოტა ხნის წინ გიორგი გადაიყვანეს პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში!
გიორგის მდგომარეობა, კვლავ არის მძიმე!ეტლის გარეშე ვერ გადაადგილდება, მარცხენა ფეხს საერთოდ ვერ გრძნობს და ასევე, პენიტენციურის სამედიცინო პერსონალი ამბობს, რომ მისი ანალიზების პასუხები ძალზე საყურადღებოა!
დღეს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის დავალებით, გიორგი მოინახულა ეკა ბესელიამ, რომელიც, აღწერს გიორგის მდგომარეობას.
გიორგის პოზიცია და შემართება უცვლელია, ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე!!!!!!" - წერს პაპიაშვილი.
ჩიკვაიძე, რომელიც მე-9 დღეა შიმშილობს, ადვოკატმა ბესელიამ გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში რამდენიმე საათის წინ მოინახულა.
ბესელიას თქმით, ციხის ხელმძღვანელი დაპირდა, რომ მას დღეს, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანდა.
უფლებადამცველი ამბობს, რომ ეს საკმარისი არ არის და ჩიკვაიძე სპეციალიზებულ კლინიკაში უნდა მოთავსდეს.