გაფიცულ სტუდენტებს პოლიცია ჩხრეკს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გაფიცული სტუდენტების ჩხრეკა დაიწყეს - ახალგაზრდებს, რომლებიც ღამეებს პარლამენტთან ათევენ, პოლიცია ზედაპირულად დათვალიერებას სთხოვდა.
სტუდენტები პოლიციელ კაცებს არ აძლევდნენ უფლებას, ზედაპირულად გაეჩხრიკათ და მათი დათვალიერება მომხდარიყო. ახალგაზრდები მოითხოვდნენ, რომ მათთან ქალი პატრულ-ინსპექტორი მისულიყო და ჩხრეკის ოპერაცია სწორედ მას ჩაეტარებინა.
პროტესტის რეჟიმში გადასულმა ახალგაზრდებმა არ იციან, რა მიზეზით სურდათ ჩხრეკის წარმოება ვახო გომელაურის უწყების წარმომადგენლებს, თუმცა სტუდენტები ეჭვობენ, რომ რეჟიმს რუსთაველის გამზირზე საძილე ტომრების, ბალიშებისა და პლედების გამოჩენის ეშინია.
ჩემი ჩანთის შემოწმება უნდოდათ, რაზეც უარი განვაცხადე. ასევე გარშემო არანაირი დანაშაული არ მომხდარა, შესაბამისად, საფუძველს ვერ ვხედავ, რომ ჩემი ჩანთა დაათვალიეროთ-მეთქი. შეადგინეს ოქმი, რომ ჩანთაში არაფერი არ იდოო. ცოცხალი თავით არ გვეუბნებიან, რას ეძებდნენ." - განაცხადა სტუდენტმა.
ამასთან, მომხდარის შესახებ "პირველებმა" კითხვით მიმართა ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებს. ერთ-ერთმა პოლიციელმა განაცხადა, რომ მოქალაქეები პრევენციის მიზნით მოწმდებიან.
პრევენციის მიზნით მოქალაქეები მოწმდებიან. ყოველთვის ასე ხდება. როდესაც პოლიციელი საჭიროდ ჩათვლის, მაგ შემთხვევაში გააკეთებს". - განაცხადა სამართალდამცველმა.