ის, რომ დღეს ადამიანები მზად არიან, კოლეგები გადასცენ ანათემას, გაუშვან ციხეში, ცხადყოფს, რად იქცა რეჟიმი - პრეზიდენტი

23.03.25 10:41
ის, რომ დღეს ადამიანები მზად არიან, კოლეგები გადასცენ ანათემას, გაუშვან ციხეში, ცხადყოფს, რად იქცა რეჟიმი - პრეზიდენტი

ზუსტად ასე გამოიყურებოდა საბჭოთა დროს "თანამდებობის პირების" აუღელვებელი მსჯელობა იმის შესახებ, თუ ვისი საქმე გადაეცათ პარტიას, ვინ დაესმინათ, დაებრალებინათ მოღალატეობა, - ასე აფასებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი საზმაუს ბორდის მიერ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დასჯის ინიციატივას. 

პრეზიდენტის თქმით, ის ფაქტი, რომ ადამიანები უსირცხვილოდ მზად არიან, კოლეგები ანათემას გადასცენს და ციხეში გაუშვან, ცხადყოფს, თუ რა იქცა რეჟიმი.

ევროპისკენ რომ არ მიდიხართ, გავიგეთ, მაგრამ "ღირსეულად" რომ ვერსადაც მიდიხართ, ამას თუ ხვდებით მაინც? - წერს სალომე ზურაბიშვილი სოცილაურ ქსელში. 

ზუსტად ასე გამოიყურებოდა საბჭოთა დროს "თანამდებობის პირების" აუღელვებელი მსჯელობა იმის შესახებ, თუ ვისი საქმე გადაეცათ პარტიას, ვინ დაესმინათ, დაებრალებინათ მოღალატეობა. ეს კი სხვა არაფერია! დღეს ადამიანები ამ მდგომარეობას ასე უსირცხვილოდ ეგუებიან, და მზად არიან, კოლეგები გადასცენ ანათემას, გაუშვან ციხეში, მეტყველებს იმაზე, თუ რად იქცა ეს რეჟიმი და რას დაემსგავსა!
ეს საუბარი რომ ჩაიწერა და აღარ წაიშლება ჩვენს ისტორიის ფურცლებიდან, ყველამ ვიცოდეთ უნდა! 
ევროპისკენ რომ არ მიდიხართ, გავიგეთ, მაგრამ "ღირსეულად" რომ ვერსადაც მიდიხართ, ამას თუ ხვდებით მაინც???

დღეს ეს არის მთავარი კითხვა «to be or not to be?» ვართ თუ არა მზად ამათსავით ერთი ხელის აწევით, ერთნაირი სიტყვებით და თვალის დაუხამხამებლად გადავცეთ მეორე ადამიანი "კომპეტენტურ ორგანოებს".. და რის გამო? განსხვავებული აზრის და პოზიციის გამოხატვისათვის? - წერს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ პირველი არხის ბორდის წევრებმა არხის ტელევიზიის მენეჯმენტს ვასილ ივანონ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაშვილის საქმის პროკურატურაში წაღება შესთავაზეს. 

მსგავსი სიახლეები