შეწყვიტეთ რუსული "კაგებეშნიკური" მეთოდით მოქმედება - ჩიკვაიძის დედა რეჟიმს
დაკავებული გიორგი ჩიკვაიძის დედა ამბობს, რომ რეჟიმს ბიზნესმენი ციხის საავადმყოფოში სჭირდება, რათა მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელოს. ეკა წერეთელმა ამის შესახებ მას შემდეგ ისაუბრა, რაც ჩიკვაიძესთან გუშინ ორი ე.წ. ფსიქოლოგი შევიდა და მისი პოლიტიკური შეხედებულებებით დაინტერესდა.
ქალი დიპლომატიურ კორპუსს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს და მათ მომდარზე რეაგირებას სთხოვს.
შეწყვიტეთ რუსული კაგებეშნიკური მეთოდით მოქმედება, - ეუბნება რეჟიმს ჩიკვაიძის დედა.
გახდა უკვე ცნობილი, რატომ არ გადაიყვანეს გიორგი მრავალპროფილურ საავადმყოფოში. მათ სჭირდებათ ის ციხის საავადმყოფოში, რომ მასზე განახორციელონ ფსიქოლოგიური ტერორი. მე მივმართავ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე და პოლიტპატიმრებზე, ასევე დიპლომატიურ კორპუსს, მე მინდა, იცოდეთ, რომ დღეს გლდანის ციხეში არსებულ საავადმყოფოში ჩემს შვილზე დაიწყეს ფსიქოლოგიური ზეწოლა. ჯერ ერთი, არავის ნდომებია, რომ იქ ფსიქოლოგები შეულიყვნენ და ფსიქოლოგებს ცოტა სხვა ფუნქცია აქვთ, როცა შედიან მოშიმშილე პატიმართან. ჩემთვის სრულიად გასაკვირია, რა გამოსაძიებელია მისი პოლიტიკური პრეფერენციები. ამას ფსიქოლოგები არ აკეთებენ. დღეს ესენი არიან ფსიქოლოგები, ხვალ შეიძლება, ისინი გახდნენ „ფსიქიატრები“. დაამთავრეთ და შეწყვიტეთ რუსული კაგებეშნიკური მეთოდით მოქმედება, როგორც იციან იქ, რუსულ ციხეებში. ეს არ გამოვა, - ამბობს ეკა წერეთელი.
მოშმშილე გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორი გლდანის ციხის კლინიკაში პატიმარზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს. ირაკლი პაპიაშვილის განცახადებით, ადვოკატის წამოსვლის შემდგე, ჩიკვაიძესთან 2 პიროვნება შევიდა, რომელბიც პატიმარს ფსიქოლოგებად გაეცნენ და მასზე ზეწოლა განახორციელეს.
ჩიკვაიძს ბიზნესპარტნიორის თქმით, საუბრის თემა პოლიტიკური შეხედულებები იყო, რაც ფსიქოლოგების საქმიანობას არ წარმოადგენს.