"ადამიანების დაცინვა და შეურაცხყოფაა" - აქტივისტები ხარებას დაზარალებულად ცნობაზე

23.03.25 15:19
"ადამიანების დაცინვა და შეურაცხყოფაა" - აქტივისტები ხარებას დაზარალებულად ცნობაზე

"ადამიანების დაცინვა და შეურაცხყოფა" - ასე აფასებენ საპროტესტო აქციებზე ნაცემი ახალგაზრდები შაბათის ეთერში გასულ ხმაურიან რეპორტაჟს, საიდანაც ირკვევა, რომ ხარება რეჟიმმა დაზარალებულად ცნო. 

აქტივისტები მომხდარს იხსენებენ და ამბობენ, რომ, რეალურად, დაზარალებულები თავად არიან, თუმცა ე.წ. ხელისუფლება ამას არაფრად აგდებს. 

ერტ-ერთი აქტივისტი ამბობს, რომ გაზონებიც, რომლის გადათელვასაც ისეც აქციის მონაწილეებს აბრალებენ, სინამდვილეში, თავად სპეცრაზმელებმა გადათელეს, როდესაც პროტესტის მონაწილეებს სასტიკი მეთოდებით არბევდნენ. 

ჩემი აზრით, ეს არის პირდაპირ დაცინვა იმ ხალხის, ვინც დაგვასახიჩრეს, გვცემეს, გაგვთელეს და გაქცევის საშუალებას არ გვაძლევდნენ და გაზონები თუ გადაითელა, გადაითელა მათ მიერ. სასაციოა, ხარება თუ დაზარალებულია და მე არა, მაშინ რა რეალობაში ვცხოვრობთ, წარმოუდგენელია.
 

მე დამაკავეს 30 ნოემბერს და დაზარალაებულის სტატუსი მომცეს, დაახლოებით, 2 კვირის შემდეგ, თუმცა მანდ გაჩერდა მთლიანი გამოძიება. ტელეფონი, ჩემს შემთხვევაში, 1 თვე ჩანდა, სად იყო, პირდაპირ პოლიციელეის სახლში იდო, ჟურნალისტებმა მიაგნეს, იპოვეს, სახელი და გვარი ვიცით, თუმცა არ გამოიძეს არაფერი, - ამბობს აქტივისტი. 
 

ხარებას დაზარალებულად ცნობას მოქალაქეების შეურაცხყოფას უწოდებს კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომელიც ევროპული მომავლის მხარდამჭერ აქციაზე სპეცრაზმმა სასტიკად სცემა. 

კიდევ ერთი შეურაცხყოფაა, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა მოგვაყენე ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რომ მისი ხელის ბიჭები თურმე არიან დაზარალებულები. ჯერ სპრეი მქონდა შესხმული თვალებში, მერე თავზე მქონდა გადაფარებული საწვიმარი და მერე სიბნელეში ვიყავი, რაღაც მომენტში გონებააც ვკარგავდი. ჩანთა, რომელიც მეკიდა, ტანზე შემომახიეს, - ამბობს აქტივისტი.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ყვება, რომ გარდა იმისა, რომ მას ძალოვანები ფიზიკურად გაუსწორნენ, გაძარცვეს კიდეც, თუმცა ამაზე პასუხი არავის უგია.  

მე, პირადად, 3 დეკემბერს დამაკავეს. ფიზიკურად გამისწორდნენ მიუხედავად იმისა, რომ ჩავბარდი და წინააღმდეგობას არ ვუწევდი. დაკავების დროს გამძარცვეს, პირდაპირი მნიშვნელობით. თუ რამე მედო ჯიბეში პირადი ნივთები, ყველაფერი ამომაცალეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დამიკავშირდნენ, დაახლოებით 2 საათია მოანდომეს ჩემს გამოკითხვას, რომ დეტალურად გაგვევლო ყველა ის საკითხი, რაც პოლიციის მხრიდან იყო, ძალის გადამეტება. ჯერჯერობით დაზარალებულის სტატუსი მაინც არ მიმიღია, - ამბობს კიდევ ერთი ახალგაზრდა. 

სინდისის პატიმრების საქმეში "შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ რეჟიმმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. 

კრიმინალური პოლიციის უფროსისთვის, თემურ კუპატაძისთვის გაგზავნილ წერილში "ხარება" ჩივის იმის გამო, რომ აქციების დროს მისმა სპეცრაზმელებმა ეკიპირება  დაკარგეს. 

  • "შავი კაბურა, ფანარი, დასაკეცი ჩანთა, ყუმბარის ჩასადები, რობოკოპის ფარი,  ჩაფხუტი , ხელკეტი, აირწინაღი და აირწინაღის ფილტრი,  მათარა, პორტატული პროჟექტორი" - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ნივთების  რომელიც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა აქციების პერიოდში ან  დაკარგა ან გაუფუჭდა.

საქმის აბსურდულობა იმ მასშტაბზე გავიდა, რომ დაკარგული ნივთების სია სინდისის პატიმრების წინააღდეგ შეკერილ სისხლის სამართლის საქმეებში ჩადეს.