გამოიძიეს თუ არა ნაცემი და ნაწამები აქტივისტების საქმეები - კაციტაძის უწყება დუმილის რეჟიმშია

24.03.25 11:17
გამოიძიეს თუ არა ნაცემი და ნაწამები აქტივისტების საქმეები - კაციტაძის უწყება დუმილის რეჟიმშია

სპეციალურ საგამოძიებო სამსაახურს აქციების დარბევიდან სამი თვის შემდეგაც არ უთქვამს, მოახერხა თუ არა რომელიმე სისხლის სამართლის საქმის გაეხსნა - იდენტიფიცირებული ჰყავს თუ არაერთი მოძალადე სპეცრაზმელი ან პოლიციელი, რომლებმაც მშვიდობიან დემონსტრანტებს სახის ძვლები დაულეწეს, ჯგუფურად სცემეს და აწამეს. რეჟიმს თაროზე აქვს შემოდებული შაბათის ეთერის გამომძიებელ ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეც.

დილიდან "პირველების" გადამღები ჯგუფი კაციტაძის სამსახურთან მუშაობს და ამ კითხვებზე პასუხს ითხოვს, მაგრამ უწყების მხრიდან სრული დუმილია. სამსახურში ჯერ არ გამოჩენილა თავდ საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელიც. 

არ ვფლობთ ინფორმაციას, - ეუბნებიან გამომძიებლები "პირველებს". 

სინდისის პატიმრების საქმეში "შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ რეჟიმმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. 

კრიმინალური პოლიციის უფროსისთვის, თემურ კუპატაძისთვის გაგზავნილ წერილში "ხარება" ჩივის იმის გამო, რომ აქციების დროს მისმა სპეცრაზმელებმა ეკიპირება  დაკარგეს. 

  • "შავი კაბურა, ფანარი, დასაკეცი ჩანთა, ყუმბარის ჩასადები, რობოკოპის ფარი,  ჩაფხუტი , ხელკეტი, აირწინაღი და აირწინაღის ფილტრი,  მათარა, პორტატული პროჟექტორი" - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ნივთების  რომელიც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა აქციების პერიოდში ან  დაკარგა ან გაუფუჭდა.

საქმის აბსურდულობა იმ მასშტაბზე გავიდა, რომ დაკარგული ნივთების სია სინდისის პატიმრების წინააღდეგ შეკერილ სისხლის სამართლის საქმეებში ჩადეს.