საზმაუს მენეჯმენტმა გამოსცა განცხადება, რომ არ აპირებენ, ჩვენი საქმე რომელიმე გარე ორგანოს მისცენ - თამარ მშვენიერაძე
"საზმაუს მენეჯმენტმა გამოსცა განცხადება, რომ არ აპირებენ, ჩვენი საქმე რომელიმე გარე ორგანოს მისცენ" - ამის შესახებ "რეალური სივრცის" პროდიუსერმა, თამარ მშვენიერაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, პირველი არხის მენეჯმენტი ფიქრობს, რომ საზმაუს პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების საქმე უშუალოდ შიდა ჭრილში განიხილონ და პროკურატურას აღარ გადასცენ.
"არ ვიცით, რა იგულისხმება ამაში და რა იქნება შემდეგი ნაბიჯები" - აღნიშნა თამარ მშვენიერაძემ.
სიახლე არის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა გამოსცა განცხადება, სადაც დაწერა, რომ ის არ აპირებს, რომ რომელიმე გარეორგანოს მისცეს პრივილეგია, რომ განიხილონ და გამოიძიონ ჩვენი საქმე. ასეთია ეს განცხადება, იმასთან ერად, რომ ჩვენ რეპუტაციულ ზიანს ვაყენებთ საზოგადოებრივ მაუწყებელს.
არ ვიცი ტონი არის თუ არა შეცვლილი. არ შემიძლია ამ განცხადების შეფასება. უბრალოდ, წავიკითხე მათი განცხადება. მათი განცხადებით, ჩვენ ნამდვილად რეპუტაციული ზიანის მომტანები ვართ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი არ გაითვალისწინებენ მეურვეების გადაწყვეტილებას და შიგნით გადაწყვეტენ ჩვენს საკითხს. არ ვიცით, რა იგულისხმება ამაში და რა იქნება შემდეგი ნაბიჯები", - ამბობს თამარ მშვენიერაძე.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მათი პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი რეპორტიორების წინააღმდეგ საკითხზე იმსჯელა და არხის ტელევიზიის მენეჯმენტს ვასილ ივანონ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაშვილის საქმის პროკურატურაში წაღება შესთავაზა.
ბორდის წევრებმა შეხვედრაზე ის ჟურნალისტები, რომლებიც ქვეყანაში არსებული მოვლენების ობიექტურად გაშუქებასა და საზოგადოებისთვის "ქართული ოცნების" ინტერესებისგან დაცლილი მედიაპროდუქტის ჩვენებას ითხოვდნენ, სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულეს.