ვფიქრობ, გერმანიის სანქციების სიაში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ნამდვილად არიან - გიგაური

25.03.25 13:26
ვფიქრობ, გერმანიის სანქციების სიაში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ნამდვილად არიან - გიგაური

"საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ფიქრობს, რომ გერმანული სანქციების სიაში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები აუცილებლად არიან, რადგან გიგაურის თქმით, სწორედ ისინი არიან რეჟიმის უკანონო დავალებების უპირობო შემსრულებლები. 

გერმანიის და უკვე რამდენიმე ქვეყნის დასანქცირებული რომ ხარ, რთულად წარმომიდგენია, რომ შენ მოახერხო, შეაღწიო ევროკავშირის სხვა ქვეყანაში - ამბობს გიგაური და რეჟიმის ყველა წარმომადგენელს კიდევ ერთხელ, დაფიქრებისკენ მოუწოდებს. 

ის რაც ხდება საქართველოში, ეს არის რამდენიმე ადამიანის პასუხისმგებლობა და ზუსტად ამიტომ, შერჩევითად და ზუსტად, ასე ვთქვათ, ფოკუსირებულად ისინი სანქციებს აცხადებენ და იყენებენ კონკრეტული პირების წინააღმდეგ. მე მგონია, სამართალდამცავების ორგანოების წარმომადგენლები ნამდვილად არიან ამ სიაში, რადგანაც ისინი არიან კონკრეტული აღმსრულებლები. როცა არ აცხადებენ, ამ დროს, ყველას აქვს ეჭვი, ხომ... ვისაც დაუშავებია რამე, ვისაც უძალადია, ვინც უკანონოდ იმოქმედა - საქართველოს კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ, ყველა შეიძლება იყოს ამ სიაში, ამიტომ, ყველა დაფიქრდება, რომ ის ხომ არ არის ამ სიაში. გერმანიის და უკვე რამდენიმე ქვეყნის დასანქცირებული რომ ხარ, რთულად წარმომიდგენია, რომ შენ მოახერხო, შეაღწიო ევროკავშირის სხვა ქვეყანაში", - განაცხადა ეკა გიგაურმა. 

ცნობისთვის, გერმანიამ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. 

დიპლომატიური უწყების ცნობით, გერმანიამ შავ სიაში შეიყვანა ის ჩინოვნიკები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მშვიდობიანი მოქალაქეების ძალადობრივი გზებით დარბევაზე, თუმცა კონკრეტული გვარები და სახელები ჯერ არ გამოუქვეყნებია.  დღეიდან დასანქცირებულ პირებს გერმანიის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ.