გერმანული სანქციები არის სიგნალი რუსეთისთვის, რომ საქართველოს არავინ მიატოვებს - რასა იუკნევიჩიენე

25.03.25 17:12
გერმანული სანქციები არის სიგნალი რუსეთისთვის, რომ საქართველოს არავინ მიატოვებს - რასა იუკნევიჩიენე

გერმანული სანქციები არის სიგნალი რუსეთისთვის, რომ საქართველოს არავინ მიატოვებს - ამის შესახებ "პირველებთან" ინტერვიუში ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების შესახებ კრემლის პროპაგანდის წყაროებიც არიან ინფორმირებულნი და ისინი არც ისე ბედნიერები იყვნენ.

ჩემთვის ეს უკვე სიგნალია, რომ გერმანიის ასეთი მესიჯი მუშაობს - აცხადებს ევროპარლამენტარი.

იუკნევიჩიენე იმედოვნებს, რომ გერმანიის გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ევროკავშირის სხვა წევრ სახელწმიფოებზეც და ივანიშვილის რეჟიმს სანქციებს სხვა ქვეყნებიც დაუწესებენ.

ეს მართლაც ძალიან მნიშვენლოვანი გადაწყვეტილებაა და იმედი გაქვს, რომ გერმანიის ასეთი ძლიერი სახელმწიფოსა და მერცის ლიდერობა გავლენას მოახდეს წევრ სახელმწიფოებზე, რადგან ვფიქრობ, რომ საქართველოს, როგორც კანდიდატის სტაუსის მქონე ქვეყნის და შავი ზღვის უსაფრთხოება, ჩვენი უსაფრთხოებაა. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ სხვებიც მიჰყვებიან ამ მაგალითს. სანქცირებულების სახელები არ ვიცი, თუმცა, ჩვენ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ბევრი სახელი ჩავდეთ. ლიეტუვამ და ბალტიის სხვა ქვეყნებმაც სანქციების სიაში ბევრი სახელი შეიყვანეს, მათ შორის, მოსამართლეები.  გერმანიის გადაწყვეტილება ძალიან მნიშნელოვანი მაგალითია სხვა სახელმწიფოებისთვისაც. ამ გადაწყვეტილების შესახებ კრემლის პროპაგანდის წყაროებიც არიან ინფორმირებულნი, ისინი არც ისე ბედნიერები იყვნენ , ჩემთვის ეს უკვე სიგნალია, რომ გერმანიის ასეთი მესიჯი მუშაობს . ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მათთვისაც კი, ვინც ივანიშვილის რეჟიმის მიღმა დგას. ყველამ იცის, რომ მათ უკან კრემლი დგას და პუტინის რუსეთი ძალიან ბედნიერია რასაც ივანიშვილის და მისი ხალხი აკეთებს საქართველოშიი. მათ ძალიან პრორუსული დღის წესრიგი აქვთ. ეს არის სიგნალი მათთვისაც, რომ საქართველოს არავინ მიატოვებს", - განაცხადა ევროპარლამენტარმა. 

ცნობისთვის, გერმანიამ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. 

დიპლომატიური უწყების ცნობით, გერმანიამ შავ სიაში შეიყვანა ის ჩინოვნიკები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მშვიდობიანი მოქალაქეების ძალადობრივი გზებით დარბევაზე, თუმცა კონკრეტული გვარები და სახელები ჯერ არ გამოუქვეყნებია.  დღეიდან დასანქცირებულ პირებს გერმანიის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ.