"თქვენთვის რაღაც მაქვს სათქმელი" - ჩიკვაიძე ამერიკის ელჩს მასთან ციხეში შესვლას სთხოვს
გიორგი ჩიკვაიძე საქართველოში ამერიკის ელჩს მასთან ციხეში შესვლას სთხოვს.
მოშიმშილე პატიმარი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში წერს, რომ რობინ დანიგანისთვის მნიშვნელოვანი რამ აქვს სათქმელი - "თქვენთვის მაქვს რაღაც სათქმელი რაც ეხება პოლიტიკური უსაფრთხოების ნაწილს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას".
დაკავებული ბიზნესმენი ასევე მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საელჩოებს, განსაკუთრებით ბრიტანეთის საელჩოს და მათ დაუყოვნებლივ რეაგირებისკენ მოუწოდებს.
ჩიკვაიძე ასევე ამერიკის ელჩსაც მიმართავს და მასთან ციხეში სტუმრობას სთხოვს - თქვენთვის მაქვს რაღაც სათქმელი რაც ეხება პოლიტიკური უსაფრთხოების ნაწილს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას - წერს მოშიმშილე პატიმარი.
მინდა მივმართო საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საეჩოებს, განსაკუთრებით ბრიტანეთის საელჩოს, მათთვის ცნობილია საქმის დეტალები, გთხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას სანამ შემიძლია კომუნიკაცია.
ცალკე მინდა მივმართო და ჩემი ღრმა პატივისცემა გამოვხატო საქართველოში ამერიკის ელჩის მიმართ. საელჩოს კომპეტენციის და მონიტორინგის ფარგლებში თქვენ დეტალურად ხართ ინფორმირებული ამ საქმეზე და ჩემს მიმართ დევნის არაერთ ფაქტზე, დაუყოვნებლივ გთხოვთ ამ მონიტორიგის ფარგლებში განახორცილოთ თქვენი ან თქვენს მიერ ნდობით აღჭურვილი პირის ვიზიტი.
თქვენთვის მაქვს რაღაც სათქმელი რაც ეხება პოლიტიკური უსაფრთხოების ნაწილს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას.
წინასწარ გიხდით მადლობას!", - წერს გიორგი ჩიკვაიძე.
ასევე ნახეთ: