მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე Mona.ge-ს სიაში მოხვდა

25.03.25 17:58
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე Mona.ge-ს სიაში მოხვდა

 სინდისის პატიმრების  - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკის და ირაკლი ქერაშვილის სისხლის სამართლის საქმის მოსამართლე, ირაკლი შვანგირაძე Mona.ge-ს სიაში მოხვდა. 

მონა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ პროევროპულ აქციებზე დაკავებული 11 ბრალდებულის საქმის განხილვისას სასამართლო სხდომა ისევ დახურულ რეჟიმში განაგრძო და დაკავებულთა ოჯახის წევრებს, რომლებიც ყოველ სასამართლო სხდომას მათი ნახვის იმედით ელოდებიან, პროცესზე დასწრების საშუალება არ მისცა.

შვანგირაძემ ასევე არ დაუშვა გამონაკლისი და ბრალდებულ ირაკლი ქერაშვილის დედას, რომელიც ემიგრანტია და დღეს მიფრინავს, მიუხედავად სხვა ბრალდებულების თანხმობისა, არ მისცა შვილის ნახვის შესაძლებლობა.

მონა მოსამართლე განიხილავს ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკისა და ირაკლი ქერაშვილის გაერთიანებულ საქმეს", - წერია Mona.ge-ს გვერდზე განთვასებულ ინფორმაციაში. 

  • შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს და ახლობლებს სასამართლო დარბაზის კარი არ გაუხსნა.