იურისტი განმარტავს, რატომ დაარღვია პროკურატურამ კანონი, როცა ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო
დაარღვია თუ არა კანონი გაბიტაშვილის უწყებამ, როცა მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსთ დაიწყო? - იურისტები ფაქტს შემაშფოთებელს უწოდებენ. ადვოკატ შოთა თუთბერიძის განმარტებით, საგამოძიებო კომისიის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა უფრო მეტად ადმინისტრაციულ სასჯელს ითვალისწინებს.
მისი შეფასებით, მართალია, სსკ-ში ცვლილებები უფდრო ახალი აქტია, თუმცა კანონს, რომელიც დასჯადობას აწესებს, უკუძალა არ გააჩნია.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის განცხადებები, რომელსაც ამ კომისიის წევრები და სხვა პოლიტიკური ფიგურები აკეთებენ კომისიის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე. ამას რამდენიმე გარემოება გამორიცხავს სამართლებრივად.
უფრო ზუსტად, პირველ რიგში, გამორიცხავს ის, რომ არსებობს უკვე აღნიშნული სამართალდარღვევა. ეს არის მოცემული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. აბსოლუტურად იგივე შემადგენლობაა, საგამოძიებო კომისიისადმი დაუმორჩილებლობა და ითვალისწინებს შესაბამის ადმინისტრაციულ სანქციას.
ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსი, მართალია, უფრო ახალი აქტია, თუმცა კოდექსის მესამე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად აცხადებს, რომ სისხლის სამართლებრივ კანონს, რომელიც აწესებს დასჯადობას ან ამკაცრებს სასჯელს, ანუ, ზოგადად, აუარესებს პირის მდგომარეობას, უკუძალა არ გააჩნია და მხოლოდ და მხოლოდ იმ კანონს აქვს უკუძალა, რომელიც ამსუბუქებს პირის მდგომარეობას. მოცემულ შემთხვევაში ასეთი გარემოება არ გვაქვს, ამიტომ ცალსახად, ეს ქმედება არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დღევანდელი რეგულაციით, - ამბობს შოთა თუთბერიძე.
გენერალურმა პროკურატურამ თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
წულუკიანის კომისიამ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად პროკურატურას გუშინ მიმართა.
პროკურატურაში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების” პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მამუკა ხაზარაძის შემდეგ, უარი ბადრი ჯაფარიძემაც განაცხადა.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან