ყოფილი მოსამართლე: პირადად ვნახე, როგორ ეხვეწებოდა წულუკიანი მურუსიძეს - ბატონო ლევან, იქნებ ჩემს გვერდით დაბრძანდეთო

რატომ არ იბარებს თეა წულუკიანი კომისიაზე იმ მოსამართლეებს, რომლებსაც ხელს თავად წინა ხელისუფლების მმართველობის დროს დაზარალებულები ადებენ.
ყოფილი მოსამართლეები, ვინც სისტემას ყველაზე კარგად იცნობენ, ამბობენ, რომ ლევან ნოზაძე, ლაშა ქოჩიაშვილი და მზიაა ლომთათიძეც პირადად ლევან მურუსიძის ფრთის ქვეშ არიან.
უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, თამარ ლალიაშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანთან გარიგებულია.
ესენი ის მოსამართლეები არიან, რომლებიც მურუსიძის ახლო წრეს წარმოადგენენ და ისინი მზად არიან ყველა მისი გადაწყვეტილება შეასრულონ. არ შეუშვებენ არავის ამ სისტემაში თუ მათი ერთგული არ არის და მათ ბრძანებებს არ შეასრულებენ. მეტი მათ არაფერი არ იციან. იციან, რომ მათი დაცვის მექანიზმი მურუსიძეა და არა კანონი.
მე პირადად ერთ-ერთ კონფერენციაზე ვიხილე, თეა წულუკიანი როგორ ეხვეწებოდა მურუსიძეს - „ბატონო ლევან, მობრძანდით, იქნებ ჩემს გვერდით დაბრძანდეთ“ და იქ უკვე ნათელი იყო რომ ისინი გარიგებაში იყვნენ მურუსიძესთან და ჩინჩალაძის კლანთან ერთად. კლანი მაშინ ძლიერდებოდა, ასეც მოხდა. შემდეგ მოხდა სრული მხარდაჭერა მურუსიძის, ივანიშვილის მხრიდან, მისი შეხვედრები და ასე მოვიდა ეს სასამართლო სისტემა ხელისუფლებაში, რომელიც ერთი ხელისუფლებიდან გადმობარგდა მეორე ხელისუფლებაში"- ამბობს ლალიაშვილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი კი აღნიშნავს, რომ სისტემაში ბევრი მოსამართლეა, რომელიც პარტიულ დავალებებს ასრულებს.
„ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად უწყობს ხელს იმას, რომ ასეთი არაკვალიფიციური, არაკომპეტენტური მოსამართლეები იყვნენ მართლმსაჯულების სისტემაში წარმოდგენილები და მათი მიზანი არის არა მართლაც სამართლიანობის დადგენა, არამედ მათი მიზანია ფარსი შექმნან საზოგადოებაში. ჩვენ ვხედავთ მანტიაშემოცლილ მოსამართლეებს, რომლებიც განიხილავენ საქმეს მხოლოდ იმისათვის, რომ პირადი ანგარიშსწორება, პარტიული ანგარიშსწორება დაგვანახონ" - აღნიშნავს მაია კოპალეიშვილი.
ამავე თემაზე