მირიან ქავთარაძის მოადგილემ ცრუ ჩვენება მისცა, მე რომ პროკურორი ვიყო, მას სასამართლო დარბაზში დავაკავებდი - სხვიტარიძის ადვოკატი
მიხეილ სუჯაშვილი იყო ადამიანი, რომელიც იჯდა ავტომობილში, სადაც საბა სხვიტარიძეს ემუქრებოდნენ მისი კოლეგები გაუპატიურებით - ამის შესახებ საბა სხვიტარიძის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელის, თბილისის მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის, მირიან ქავთარაძის მოადგილე დაიკითხა.
ჩომახაშვილის თქმით, სუჯაშვილს საკუთარი უფროსის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა არ სურს, ამიტომაც სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა. ის გააკეთებს ყველაფერს, მისცემს ცრუ ჩვენებას, ოღონდ არ დაასმინოს საკუთარი უფროსი მირიან ქავთარაძე.
მე რომ პროკურორი ვიყო, მას სასამართლო დარბაზში დავაკავებდი - ამბობს ირაკლი ჩომახაშვილი
მიხეილ სუჯაშვილი იყო ადამიანი, რომელიც იჯდა ავტომობილში, სადაც საბა სხვიტარიძეს ემუქრებოდნენ მისი კოლეგები გაუპატიურებით. ეს სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ევროსასამართლოს დასკვნის მერე, ეს ადამიანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს.
მეორე, ადამიანმა ჩვენებაში გაგვცა პასუხი, რომ მას არ ახსოვს, მისი კაბინეტი სად არის, 5 წელია მუშაობს იქ, არ ასოვს მისი უფროსის, მირიან ქავთარაძის ოთახი და არ ახსოვს მნიშვნელოვანი დეტალები.
ამ ადამიანს არ აქვს სურვილი, რომ მისცეს საკუთარი უფროსის წინააღმდეგ ჩვენება. ის გააკეთებს ყველაფერს, მისცემს ცრუ ჩვენებას, ოღონდ არ დაასმინოს საკუთარი უფროსი მირიან ქავთარაძე.
მე რომ პროკურორი ვიყო, მას სასამართლო დარბაზში დავაკავებდი ცრუ ჩვენების მიცემისთვის“, - განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.
მოწმე პოლიციელი დღეს სასამართლოს უმტკიცებდა, რომ პირადად დაინახა, როგორ ჩაარტყა სხვიტარიძემ მირიან ქავთარაძეს ხელი, თუმცა ვერ გაიხსენა მისი კაბინეტი ლიფტიდან მერამდენეა.
შეგახსენებთ, საბა სხვიტარიძეს რეჟიმი ბერას ძმაკაც პოლიციელზე, მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას ედავება. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.
- სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.