საქართველოში დემოკრატიის განვითარების და თავისუფლებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ - სენატორი “მეგობარი აქტის“ დამტკიცების შემდეგ

28.03.25 11:11
საქართველოში დემოკრატიის განვითარების და თავისუფლებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ - სენატორი “მეგობარი აქტის“ დამტკიცების შემდეგ

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში "მეგობარი აქტის" დამტკიცების შემდეგ, სენატორებთან პირველი ინტერვიუები ჟურნალისტმა ანი ჩხიკვაძემ ჩაწერა.

ამერიკელი სენატორები აცხადებენ, რომ გააკეთებენ მაქსიმუმს, რათა საქართველოში დემოკრატიის განვითარებას დაუჭირონ მხარი.

ქართველ ხალხს წარმატებას ვუსურვებ. ვიცი, რომ დემოკრატია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. თქვენ გყავთ ძალიან რთული მეზობელი. ვეცდები გავკეთო მეტი, რათა მხარი დავუჭირო დემოკრატიის განვითარებას.

ჩვენ გვჭირდება მედიის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, შესაძლებლობა რომ მოქალაქეებმა გამოხატონ თავისი აზრი, ჩვენ თავისუფლებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ", - ამბობს სენატორი.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა "მეგობარი აქტი" დაამტკიცა. 

ახლა უკვე დოკუმენტი განსახილველად სხვა კომიტეტებს გადაეცემათ. რეჟიმის სანქცირების დოკუმენტის განხილვა სენატის კომიტეტებში, სავარაუდოდ,  უახლოეს დღეებში დაიწყება.

ამავე თემაზე: