"ოცნებაში ამტკიცებენ, რომ სენატორებმა "მეგობარი აქტი" პირველი მოსმენით "გააპარეს"
"ოცნებაში ამტკიცებენ, რომ სენატორებმა "მეგობარი აქტი" პირველი მოსმენით "გააპარეს" - ირაკლი კრიცხალია ირწმუნება, რომ კონკრეტული სახელის და გვარების მქონე ადამიანები, რომლებმაც აქტის მიღებას ხმა მისცეს "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ ღია ლობიზმით არიან დაკავებულები.
"მეგობარი აქტი" ცოტა ღიმილისმომგვრელია მისი შინაარსიდან გამომდინარე. ასევე ღიმილისმომგვრელია იმ ინიციატორების მხრიდან, იმ სახელები და გვარების მხრიდან, რომლებმაც პირდაპირ ვიტყოდი, პირველი მოსმენით გააპარეს. ამ ადამიანების სახელები და გვარები, ვინც დააინიცირა და ლობირებს "მეგობარ აქტს" საზოგადოებამ კარგად იცის. ქულაა დაწერილი ლობისტების მხრიდან, რომ ეს პირველი მოსმენით წავიდა. დიდი პროცედურა აქვს წინ, საშუალოდ ნახევარწლიანი - სენატი, კონგრესი, შემდეგ პრეზიდენტის ხელმოწერა. ასე რომ შევხედოთ. ზოგადად, ფაქტის შეფასება იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ ღია ლობიზმით არიან დაკავებულები, ზოგადად არასასიამოვნოა". - ამბობს ირაკლი კირცხალია.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა "მეგობარი აქტი" დაამტკიცა.
ახლა უკვე დოკუმენტი განსახილველად სხვა კომიტეტებს გადაეცემათ. რეჟიმის სანქცირების დოკუმენტის განხილვა სენატის კომიტეტებში, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაიწყება.
ამავე თემაზე:
- სენატორ შაჰინის პირველი კომენტარი "მეგობარი აქტის" დამტკიცების შემდეგ
- ავტორიტარიზმისკენ სვლას ექნება ამერიკის მკაფიო რეაქცია-სენატორი კუნსი