"ოცნების" დეპუტატი ირწმუნება, რომ "მეგობარი აქტი" "დიფ სთეითმა" სენატში თავის აგენტურას მიაღებინა"

28.03.25 14:09
"ოცნების" დეპუტატი ირწმუნება, რომ "მეგობარი აქტი" "დიფ სთეითმა" სენატში თავის აგენტურას მიაღებინა"

"ოცნების" დეპუტატი, არჩილ გორდულაძე ირწმუნება, რომ "მეგობარი აქტი" "დიფ სთეითმა" სენატში თავის აგენტურას მიაღებინა"

გორდულაძე ამტკიცებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია "დიფ სთეითის" წინააღმდეგ შედეგიანად ჯერჯერობით ვერ იბრძვის

"მეგობარი აქტი" ჩვენ არ  ვიცით რა არის, ასეთი აქტის შესახებ საქართველოს არ აქვს ინფორმაცია. "დიფ სთეითმა" სენატში თავის აგენტურას მიაღებინა აქტი კონკრეტული სახელით, რომელიც მხოლდო და მხოლოდო საქართველოს მტრულადაც შეიძლება შეფასდეს და ეს ყველაფერი ხდება 31 მარტამდე, მანამდე სადამდეც უნდა ჩატარდეს ე.წ. აქცია. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ბატონი ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს ბრძოლას "დიფ სთეითის" წინააღმდეგ და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ბრძოლა ჯერჯერობით შედეგიანი ვერ არის", - ამბობს არჩილ გორდულაძე. 

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა "მეგობარი აქტი" დაამტკიცა. 

ახლა უკვე დოკუმენტი განსახილველად სხვა კომიტეტებს გადაეცემათ. რეჟიმის სანქცირების დოკუმენტის განხილვა სენატის კომიტეტებში, სავარაუდოდ,  უახლოეს დღეებში დაიწყება.

ამავე თემაზე:

მსგავსი სიახლეები