ძალადობაში ბრალდებული კასპის საკრებულოს მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ "კადრები დადგმულია"

28.03.25 16:07
ძალადობაში ბრალდებული კასპის საკრებულოს მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ "კადრები დადგმულია"

გორის რაიონულ სასამართლოში "ძლიერი საქართველოს" წევრის გამოკითხვა დასრულდა. ირაკლი მილაძემ სხდომაზე დეტალურად გაიხსნება სამი წლის წინ, 2022 წლის თებერვალში კასპის საკრებულოში განვითარებული ძალადობრივი ქმედებები. მილაძეს აინტერესებს, რატომ ზის მზია ამაღლობელი სილის გაწვნის გამო ზის ციხეში, მაშინ როდესაც მასზე მოძალადეებს, კასპის საკრებულოს მაღალჩინოსნებს, ერთი დღეც კი არ გაუტარებიათ ციხეში და მეტიც, ამ დრომდე თანამდებობებზეც რჩებიან.

ძალადობაში მხილებული კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ტვ პირველის კითხვებს გაექცა. ზურაბ ჩიტიშვილმა განაცხადა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია, ამტკიცებდა, რომ "კადრები დადგმულია", მის მიმართ ბრალდებებს კი "დადგმული ცირკი" უწოდა.

რაც პროკურატურისგან იყო ირიბად ნათქვამი ის, რომ ამნისტიაა მიღებული და მე შემიძლია ხელი მოვაწერო, კი ბატონო განვაცხადე აქ, რომ ხელს მოვაწერ ჩემს ინტერესში არ შედის ამ ორი ადამიანის დაჭრა, მაგრამ საჯაროდ უნდა მოიხადონ ბოდიში მე, რაც დამიშავეს და შესაბამისად, მზია ამაღლობელზე უფრო მეტი დანაშაული მათ ქმედებაში იკვეთება და გამოუშვან მზია ამაღლობელი იმ რაღაც მინიმალური სილის გაწვნისთვის. ცხვირი გამიტყდა, სისხლები მოდიოდა და ეგეც კამერაზეა დაფიქსირებული ", - ამბობს მილაძე. 

საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია გაგზავნილი.

  • ცნობისთვის, მოვლენები 2022 წლის თებერვალში, კასპის საკრებულოს სხდომათა დარბაზში განვითარდა, რა დროსაც კასპის მაღალჩინოსნებმა და სამართალდამცველებმა ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

"ძლიერი საქართველოს" კასპის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელზე ფიზიკური ანგარიშსწორებსი გამო ბრალდებულები არიან კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და აპარატის უფროსი. მათ ერთი დღეც არ გაუტარებიათ ციხეში, ისინი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და მეტიც, დღემდე რჩებიან აღნიშნულ თანამდებობებზე. 

ასევე ნახეთ:

მსგავსი სიახლეები