სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ "მეგობარ აქტს" სენატის ერთიან შემადგენლობაში წინააღმდეგობა არ ექნება - ხიდაშელი

28.03.25 17:15
სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ "მეგობარ აქტს" სენატის ერთიან შემადგენლობაში წინააღმდეგობა არ ექნება - ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ "მეგობარ აქტს" სენატის ერთიან შემადგენლობაში წინააღმდეგობა არ ექნება და სხვა კომიტეტებსაც უპრობლემოდ გაივლის. 

ხდიაშელი ამბობს, რომ ახლა ჯერი "ოცნებაზეა, რომელსაც მისი თქმით, შეუძლია სიტუაცია შემოაბრუნოს და ქვეყანას ნეგატიური შედეგები თავიდან ააცილოს. 

ახლა არის ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად სესიაზე გავიდეს და სენატის ერთიანმა შემადგენლობამ დაამტკიცოს "მეგობარი აქტი". მას არ ექნება წინააღმდეგობა ამას გეუბნებით პრაქტიკულად, სრული პასუხისმგებლობით. არჩევანი ამ თვითმარქვია ხელისუფლებაზეა. მათ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, რომ პროცესი მკვეთრად შემოაბრუნონ და თავიდან ააცილონ ქვეყანას ის ნეგატიური შედეგები, რომელიც ამის შედეგად დადგება", - ამბობს თინა ხიდაშელი.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა "მეგობარი აქტი" დაამტკიცა. 

ახლა უკვე დოკუმენტი განსახილველად სხვა კომიტეტებს გადაეცემათ. რეჟიმის სანქცირების დოკუმენტის განხილვა სენატის კომიტეტებში, სავარაუდოდ,  უახლოეს დღეებში დაიწყება.

ამავე თემაზე:

მსგავსი სიახლეები