"გვცემეს, ძირს დააგდეს ახალგაზრდა გოგოები" - აქტივისტებს გუშინდელმა ღამემ "წითელი მოედანი" გაახსენა
აქტივისტებს გუშინდელმა დაკავებების ღამემ "წითელი მოედანი" გაახსენათ - ნიკო მანაგაძე ამბობს, რომ ასე პოლიცია მხოლოდ რუსეთში იქცევა.
სტუდენტისთის განსაკუთრებით სენსიტიური იმ პლაკატის შინაარსია, რომელიც ხელში ეჭირა თამარ კურატაშვილს, რომელიც პოლიციამ პარლამენტთან დააკავა.
გუშინდელი ფაქტი, მათ შორის იწვევს სამწუხარო და მძიმე ასოციაციებს პუტინის რუსეთთან, როცა ადამიანი შეიძლება წითელ მოედანზე სულ ორი სიტყვით ხელში ბანერით შეიძლებოდა გამოსულიყო და ეგრევე პოლიცია აქრობდა ადგილიდან. ამას ვხედავდით სინამდვილეში და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიურია, თუ რა შინაარსი იყო დატანილი ამ ბანერზე". - ამბობს ნიკო მანაგაძე.
მარიამ შუშანია კი დეტალურად აღწერს იმ ძალადობის ფაქტებს, რომელსაც მისი თქმით, გომელაურის უწყების თანამშრომლები ახორციელებდნენ აქციის მონაწილე ქალების წინააღმდეგ.
გიორგი ანწუხელიძე არის უკვდავი და ისინი, როდესაც ხდებიან, რომ დავაკების შემსრულებლებად იქცნენ ამ ქვეყანაში და ისინი ხვდებოდნენ, რომ იმ გმირების სახელებს შეურაწყოფდნენ, ვისი სახელებიც ბანერზე ეწერა, სწორედ ამან გამოიწვია ჩემი აზრით მათში აგრესია. გავეშებულები მორბოდნენ გუშინ ჩვენკენ და გუშინ რუსთველის გამზირზე ადამიანების სრულიად ტყუილუბრალოდ დასაკავებლად მისდევდნენ, გვცემეს, ძირს დააგდეს ახალგაზრდა გოგოები. ჩვენ ვნახეთ დაკავების პროცესში ხდებოდა ეს ყველაფერი. მათაც კი უტყდებათ თეა წულუკიანის დაცვა. პირად საუბრებშიც ამბობდნენ, რომ მართლა ვიცავთ ამ ხალხს", - ამბობს მარიამ შუშანია.
ვინ აკავებდა გუშინ პარლამენტთან აქტივისტებს - "პირველებმა" ყველა პოლიციელი გაშიფრა
- პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ძალის გამოყენებით სულ 4 პირი დააკავეს, გვაინ ღამით 2 მოქალაქე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.