გოგო "ანწუხელიძის ბანერით" მცირეწლოვანი შვილის და დედის თანდასწრებით დააკავეს - მეგობარი
გოგო "ანწუხელიძის ბანერით" გუშინ პარლამენტთან მცირეწლოვანი შვილის და დედის თანდასწრებით დააკავეს - როგორც თამარ კურატაშვილის მეგობარი "პირველებთან" ამბობს, სწორედ მას მოუწია ბავშვის და დედის დამშვიდება მომხდარის შემდეგ.
თამარ კურატიშვილი როცა დააკავეს, იდგა ბორდიულზე არა სამანქანო გზაზე. ამით არცერთი ადამიანსი აგდადგილებსი უფლება არ ირღვეოდა, ყველაზე მტკივნეული იყო, როცა მისი არასრულწლოვანი შვილი და დედა შეესწრო ამას და მე მიწევდა მათი დაწყნარდება. არასრლუწლოვანისთვის მომწიია ახსნა, რომ დედამისი დააკავეს და წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით იმ პლაკატის გამო, რომელიც ხელში ეჭირა", - ამბობს კურატაშვილის მეგობარი.
"ანწუხელიძე უკვდავია" - გოგონა, რომელსაც ამ შინაარსის საპროტესტო ბანერი ეჭირა, "პირველების" ინფორმაციით, მეხუთე განყოფილების მაღალჩინოსნებმა დააკავეს.
ვინ აკავებდა გუშინ პარლამენტთან აქტივისტებს - "პირველებმა" ყველა პოლიციელი გაშიფრა
- პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ძალის გამოყენებით სულ 4 პირი დააკავეს, გვაინ ღამით 2 მოქალაქე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.