"მოდის ხალხის გაზაფხული" - მოქალაქეები მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან

ივანიშვილის რეჟიმის და მისი რეპრესიების წინააღმდეგ ბრძოლა ახალ ეტაპზე გადადის. 31 მარტი, საღამოს 20:00 საათი - რუსთაველის გამზირი წინააღმდეგობის ცენტრად ხვალ კიდევ ერთხელ იქცევა.
თარიღი სიმბოლურია. 34 წლის წინ ამ დღეს საქართველომ 70 წლიან საბჭოთა ოკუპაციას უარი რეფერენდუმით უთხრა.
მოქალაქეები ამბობენ, რომ საქართველოსთვის მთავარი საფრთხე ისევ რუსეთი და რუსული გავლენებია, რომელიც ქვეყნის განვითარებას აჩერებს, ამიტომ ხვალ მობილიზაციის დღეა.
ხალხთან ერთად იქნება ხვალ სალომე ზურაბიშვილი. ევროპული ტურნედან დაბრუნების შემდეგ ზურაბიშვილი მოსახლეობას ოპოზიციასთან ერთად მიმართავს.
აქციაზე მიდიან სინდისის პატიმრების მშობლებიც. ხვალინდელი აქციის ერთ-ერთი მთავარი მოწოდება სწორედ სინდისის პატიმრების გათავისუფლება იქნება. რეჟიმის ტყვეების დედები სალომე ზურაბიშვილს და ოპოზიციას კონკრეტულ სამოქმედო გეგმას სთხოვენ. თუ პოლიტიკოსები არ იტყვიან, როგორ წარმოუდგენიათ ტყვეების ციხეებიდან გამოშვება, დედები მოქმედებაზე გადავლენ. არ არის გამორიცხული, ეს ბრძოლა მშობლების ნაწილმა ხვალაც დაიწყოს.
ხვალ რუსთაველის გამზირზე გასვლას გეგმავენ რეპრესიებ გამოვლილი ახალგაზრდებიც. ადამიანები, რომელთა შეჩერებაც რეჟიმმა ფინანსური ტერორით სცადა, თუმცა ვერაფერს გახდა.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.