სალომე ზურაბიშვილი: "აშშ-ს პოლიტიკაში არ ჯდება, რომ ანაკლიაში ჩინეთი შემოვიდეს"

01.04.25 00:12
სალომე ზურაბიშვილი: "აშშ-ს პოლიტიკაში არ ჯდება, რომ ანაკლიაში ჩინეთი შემოვიდეს"

"აშშ-ს პოლიტიკაში არ ჯდება, რომ ანაკლიაში ჩინეთი შემოვიდეს" - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა. 

სალომე ზურაბიშვილმა დაასახელა ის თემებიც რაზეც მისი თქმით, 2024 წლის რვა დეკემბერს, პარიზში, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედისას განიხილეს. 

პრეხიდენტ ზურაბიშვილის თანახმად, ლიდერებმა საქართველოში სტაბილურობის შესახებ ისაუბრეს.

ვუთხარი, რომ საქართველო შეიძლება გახდეს ამერიკისთვის ახალი პრობლემა, რომელიც არასტაბილური შეიძლება გახდეს ან შეიძლება გახდეს კარგი გამოსავალი, ამ შემთხვევაში ტრამპი, რომელიც მოსულია მსოფლიოში, როგორც სტაბილურობის ერთგვარი ჩამომყალიბებელი და ამისთვის იწყებს მოლაპარაკებებს უკრაინაში, რომც იყოს ეს დროებითი ცეცხლის შეწყვეტა, მას არანაირი სურვილი არა აქვს აქ მნიშვნელოვან რეგიონში არასტაბილური სიტუაცია დაიწყოს. მაგალითად სომხეთი ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი გახდა.

აქ სრულებით არ უნდა ტრამპს, რომ ანაკლიაში ჩინეთი შემოვიდეს, ანუ ეს არ ჯდება მათ პოლიტიკაში. მე არა მაქვს უფლება ვთქვა არ უნდა თუ უნდა, ეს არ ჯდება მათ პოლიტიკაში", - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები