აქცია გონიოში - მოსახლეობა კუთვნილი მიწების დაკანონებას ითხოვს

23.03.21 13:40
აქცია გონიოში - მოსახლეობა კუთვნილი მიწების დაკანონებას ითხოვს

აქცია გონიოში -  ოჯახები, რომლებიც წლების განმავლობაში სარგებლობაში მქონე მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირებად ითხოვენ, საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების თქმით,  მიწის ნაკვეთები წინა ხელისუფლების დროს 2007 წელს საკუთრებაში გადაცეს, 2010 წელს კი უკან  ჩამოართვეს. შეკრებილები აჭარის ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას და საკითხის მოგვარებას ითხოვენ წინააღმდეგ შემთხევვაში აქციებს აანონსებენ.