ცნობილია კრიტერიუმები, რომლითაც პარტიები წინააღმდეგობის პლატფორმაში შესვლას შეძლებენ

02.04.25 20:15
ცნობილია კრიტერიუმები, რომლითაც პარტიები წინააღმდეგობის პლატფორმაში შესვლას შეძლებენ

ცნობილია კრიტერიუმები, რომლითაც პოლიტიკური პარტიები წინააღმდეგობის პლატფორმაში გაწევრიანებას შეძლებენ - როგორც საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა,  პლატფორმა ღიაა ყველა არსებული ან სამომავლოდ შესაქმნელი პროევროპული პოლიტიკური პარტიისთვის, რომელთათვისაც მთავარი პრიორიტეტები ხელახალი არჩევნების დანიშვნა და სინდისის პატიმრების გათავისუფლებაა.

სალომე ზურაბიშვილის თქმითვე, წინააღმდეგობის პლატფორმაში შემავალი პარტიები ასევე უნდა იზიარებდნენ ქართული ქარტიის სულისკვეთებას.

ჩატარდა ჩვენი მეორე შეხვედრა, ახალი კოორდინაციის - წინააღმდეგობის პლატფორმის. რომელიც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არის პლატფორმა, რომელიც ღია არის ყველა პროევროპული პარტიისთვის, ან პარტია, რომელიც შეიქმნება ახლო მომავალში, რომლებიც იზიარებენ ჩვენს მთავარ პრიორიტეტებს, ერთი ახალი არჩევნები და სინდისის პატიმრების გათავისუფლება, ეს ორი მთავარი, ცხადია, როგორც პროევროპული პარტიები, ესენი ასევე იზიარებენ ქართულ ქარტიას, ეს არის ის სამი მოცემულობა, რომლებიც ქმნის და უხსნის გზას პარტიებს, რომ შემოვიდნენ ამ პლატფორმაში". - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, 31 მარტს გამართულ საპროტეტსო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ პროევროპული პარტიების მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა იქმნება.

მსგავსი სიახლეები