"სოფლის ნობათის" რძის სკანდალი - რას ამბობენ "ვიმ ბილ დანში", რომლის პროდუქციაშიც საშიში ნივთიერებები აღმოაჩინეს

03.04.25 20:27
"სოფლის ნობათის" რძის სკანდალი - რას ამბობენ "ვიმ ბილ დანში", რომლის პროდუქციაშიც საშიში ნივთიერებები აღმოაჩინეს

"სოფლის ნობათის" რძის სკანდალი - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინების მიუხედავად, კომპანია ოფიციალურ განცხადებას ამ დრომდე არ აკეთებს. 

"პირველები" იმ კომპანიაში იყვნენ მისულები, რომლებიც საქართველოში "სოფლის ნობათის" პროდუქციას ამზადებს. "ვიმ ბილ დანის" წარმომადგენლები ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ აღმოჩნდა აფლატოქსინი საბავშვო რძეში, პასუხობენ, რომ "ყველაფერი ტყუილია, ხოლო ნაწარმი ნატურალურია".

ცნობისთვის, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "სოფლის ნობათის" რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოავლინა. შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ დაევალა დასახელებული სურსათის პარტიების სარეალიზაციო ქსელიდან ამოღება/გამოთხოვა.

ამავე თემაზე ნახეთ:

მსგავსი სიახლეები