დაპირისპირება დიდუბეში - ორ პირს ბრალდება წარედგინა

04.04.25 11:12
დაპირისპირება დიდუბეში - ორ პირს ბრალდება წარედგინა

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, თბილისში, რაფიელ აგლაძის ქუჩა N79-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზარალებულსა და ბრალდებულებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ბრალდებულებმა დაზარალებული ჯგუფურად სცემეს.

სამართალდამცავებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ სროლა და ფიზიკური დაპირისპირება თბილისის ცენტრში  3 აპრილს მოხდა. 

სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების მიხედვით, ადგილზე 10-ზე მეტი ახალგაზრდა იმყოფებოდა.

 

მსგავსი სიახლეები