დატოვა თუ დაატოვებინეს თანამდებობა თორნიკე რიჟვაძეს? - პირველი კომენტარები "ოცნებასა" და ოპოზიციაში

04.04.25 11:28
დატოვა თუ დაატოვებინეს თანამდებობა თორნიკე რიჟვაძეს? - პირველი კომენტარები "ოცნებასა" და ოპოზიციაში

დატოვა თუ დაატოვებინეს თანამდებობა თორნიკე რიჟვაძეს? - ეს კითხვა "პირველებმა" "ოცნების" წევრებს დაუსვა.

არჩილ გორდულაძე დეტალებზე არ საუბრობს, აცხადებს მხოლოდ იმას, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ "ოცნება" ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.

მე როდის გავიგე ამას არ აქვს მნიშვნელობა, ამასთან დაკავშირებით გაკეთდება ოფიციალური განმარტებები.

კითვაზე იგეგმება თუ არა რიჟვაძის სხვა უწყებაში გადაყვანა, გორდულაძე ამბობს, რომ ყველაფერს ნათელი პარტიის ოფიციალური განმარტებით გაეცემა. 

 ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ ირაკლი რიჟვაძის გადადგომის გადაწყვეტილება პირადად ბიძნა ივანშვილმა მიიღო. 

„სამწუხაროდ, ამ ხალხს არავინ არ ეკითხება - ვინ როდის რა თანამდებობას დაიკავებს, თუ [რა თანამდებობას] დატოვებს. არაერთი ასეთი ფაქტი ვიცით, ამიტომაც ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დონეზე მიღებული იქნებოდა.

რაც შეეხება მიზეზებს, ნამდვილად არ მაინტერესებს, რა შიდა ბრძოლები მიდის „ქართულ ოცნებაში“ და რისი „კლანი“ ვისას სჯობნის. სინამდვილეში, ქვეყანა გადასარჩენია და მთავარი გამოწვევა ქვეყნისთვის მაინც ბიძინა ივანიშვილი დარჩება. ბიძინა ივანიშვილი პუტინის ინსტრუქციებს ასრულებს და პუტინის ინსტრუქციები და ბიძინა ივანიშვილის ინსტრუქციები, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველია. კობახიძის, რიჟვაძის, სხვისი თუ ვისი „კლანი“ იმძლავრებს, ნამდვილად პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს“, - ამბობს "ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ფავლენიშვილი. 

შეგახსენებთ რომ თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება საზოგადოებას სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტით რამდენიმე წუთის წინ ამცნო. 

მსგავსი სიახლეები