გიგაური: ლილუაშვილის გაშვება, როგორც ჩანს არის ივანიშვილის გადაწყვეტილება - ის მას უბრალოდ არ ენდობოდა

"ლილუაშვილის გაშვება, როგორც ჩანს არის ივანიშვილის გადაწყვეტილება - ის მას უბრალოდ არ ენდობოდა" - ამის შესახებ "პირველებთან" "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა განაცხადა.
მისი თქმით, გრიგოლ ლილუაშვილის "ყველა თანამდებობიდან გაშვება შეიძლება ეჭვიანობას უკავშირდებოდეს", რადგან გიგაურის განცხადებით, სუს-ის ყოფილი შეფი ერთადერთი ძალოვანი იყო, რომელსაც ფინანსური სანქციები არ შეეხო დასავლეთის მხრიდან .
ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის ძალიან აშკარაა, რომ იგი დააქვეითეს და ახლა საერთოდ გაუშვეს ყველა თანამდებობიდან. ამას შეიძლება რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს. შეიძლება იყოს ეჭვიანობა იმის გამო, რომ ის ერთადერთი ძალოვანი იყო, რომელსაც ფინანსური სანქციები არ შეეხო დასავლეთის მხრიდან და შესაძლოა, აქ ადგილი ჰქონდა ეჭვიანობას. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ასეთი თანამდებობიდან არ უშვებენ ადამიანებს თუ მათ კვლავაც მაღალი ნდობა აქვს ივანიშვილის მხრიდან. ეს, როგორც ჩანს არის ივანიშვილის გადაწყვეტილება და ივანიშვილი მას უბრალოდ არ ენდობოდა", - ამბობს ეკა გიგაური.
სუს-ის ყოფილი შეფი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობასაც აღარ დაიკავებს. კობახიძე ამბობს, რომ ლილუაშვილს სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა ჰქონდა.
კითხვაზე, კონკრეტულად რა განსხვავებული პოზიციები არსებობდა ლილუაშვილსა და კობახიძეს შორის, ივანიშვილის პრემიერი ამბობს, რომ "იყო განსხვავებული შეხედულებები მოადგილეებთან დაკავშირებით".