"გაირკვა, რომ განსხვავებული მიდგომები აქვს" - კობახიძის თქმით, ლილუაშვილს მინისტრად აღარ დანიშნავენ
გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას აღარ დაიკავებს - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძე ამბობს, რომ ლილუაშვილს სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა ჰქონდა.
„გასული დღეების განმავლობაში გვქონდა კონსულტაციები გრიგოლ ლილუაშვილთან და გაირკვა, რომ გქონდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილებამ, რომ გრიგოლ ლილუაშვილი აღარ დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. მინისტრად დაინიშნება კახაბერ გულედანი.
კითხვაზე, კონკრეტულად რა განსხვავებული პოზიციები არსებობდა ლილუაშვილსა და კობახიძეს შორის, ივანიშვილის პრემიერი ამბობს, რომ "იყო განსხვავებული შეხედულებები მოადგილეებთან დაკავშირებით".
რამდენიმე თემა იყო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მინისტრის მოადგილეების საკითხი, როგორც მოგახსენებთ კანონის თანახმად პრემიერ მინისტრის მიერ ინიშნება მინისტრის წარდგინებით მინისტრის მოადგილეები. ნუ აქ იყო განსხვავებული შეხედულებები, აქ საქმე არ ეხებოდა მხოლოდ პერსონებს, იყო განსხვავებული შეხედულებები, რომელიც არსებითად დაკავშირებული იყო კონკრეტული კადრების მიერ, სამინისტროს ფუნქციების ამა თუ იმ ფორმით შესრულებასთან. დანარჩენი არის შიდა სამზარეულო, თუმცა იყო მოადგილეების თემა, რაზეც გვქონდა განსხვავებული შეხედულებები, თუმცა ჩვენ გვქონდა ჯანსაღი დიალოგი", - ამბობს ირაკლი კობახიძე.
მსგავსი სიახლეები
"ივანიშვილი თავისი მონების მინების მეშვეობით ულტიმატუმს უყენებს დასავლეთს" - შალვა ნათელაშვილი
" ამერიკის საელჩოში მიღებაზე, ამერიკას ეფიცება ერთგულებას, ეს ერთი დაქირავებული მონა ივანიშვილის, ხოლო მეორე მონა - ფეხბურთელი, მიდის თეირანში ესწრება აიათოლას დაკრძალვას"- ამბობს ნათელაშვილი