გადმოხტა თუ გადმოაგდეს? - აფრიკის დასახლებაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს

23.03.21 13:48
გადმოხტა თუ გადმოაგდეს? - აფრიკის დასახლებაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს

სავარაუდო სუიციდი აფრიკის დასახლებაში - ადგილობრივების ნაწილის თქმით, 30 წლამდე ქალი მაღალსართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა. 

ახალგაზრდა სასწრაფოს მისვლამდე გარდაიცვალა. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს გადმოხტა თუ გადმოაგდეს ახალგაზრდა ქალი. 

როგორც "ტვ. პირველს" ადგილობრვებმა უთხრეს, გარდაცვლილი სავარაუდოდ აფრიკის დასახლებაში არ ცხოვრობდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.