გელათში "ოცნების" ხელით სისხლის სამართლის დენადი დანაშაულია ჩადენილი - ბარათაშვილი
„ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი გელათში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს რომ "ოცნებამ" სამონასტრო კომპლექსში სისხლის სამართლის "დენადი დანაშაული" ჩაიდინა, დღეს კი, ბარათაშვილის თქმით, სირცხვილია, რომ მონასტრის აღდგენაზე სწორედ "მისი ამაოხრებლები საუბრობენ".
გელათის ამაოხრებლები საუბრობენ მისი გადარჩენის აუცილებლობაზე და უკვე მიღწეულ შედეგებზე. აუცილებლობა არის გადარჩენის, მაგრამ ეს ხალხი არაფერს აკეთებს, რომ გელათი გადარჩეს. 5 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა გადახურვის იმ ფორმით ორგანიზება, რომ არ ჩადიოდეს წყალი გელათში. 4 მარტს ითქვა, რომ იგეგმება გეგმის შემუშავება წმინდა გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებით. წინადადების აბსურდულობა სახეზეა. სახეზეა პროცესის აბსურდულობა გასული 5 წლის მანძილზე, კიდევ მანამდე დაზიანების 5 წელი გვქონდა, შესაბამისად, სისხლის სამართლის დენადი დანაშაულია ჩადენილი გელათში "ქართული ოცნების" ხელით", - ამბობს თორნიკე ბარათაშვილი.
ცნობისთვის, 2018- 2019 წელს გელათში უხარისხოდ ჩატარებული გადახურვის სამუშაოების შედეგად წყალი ჩავიდა, რის გამოც კედლის მხატვრობა დაზიანდა.
ასევე ნახეთ: