"თანამედროვე ორჯონიკიძეები მოვიდნენ და უნდათ, ისევ რუსეთში შეგვათრიონ" - ლიკა გუნცაძე

09.04.25 11:31
"თანამედროვე ორჯონიკიძეები მოვიდნენ და უნდათ, ისევ რუსეთში შეგვათრიონ" - ლიკა გუნცაძე

"არალეგიტიმური ხელისუფლების წევრებს სიტყვა "რუსეთი" არ ამოსდით პირიდან, - ასე აფასებს სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედა ირაკლი კობახიძის განაცხდებას, რომელიც არალეგიტიმურმა პრემიერმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

ლიკა გუნცაძე ამბობს, რომ 36 წლის წინ სწორედ 9 აპრილის პროცესების მონაწილე იყო და დღესაც ისევ რუსეთის წინააღმდეგ უწევს ბრძოლა.

თანამედროვე ორჯონიკიძეები მოვიდნენ, ვისაც უნდათ, რომ რუსეთში შეგვათრიონ, - ამბობს ლიკა გუნცაძე. 

ვაიმე, უკვე რაღა უნდა ვთქვა, არ ვიცი. ადამიანებს, ამ არალეგიტიმური ხელისუფლების წევრებს თუ დაჯგუფებას, რუსს და რუსულს, ვერ ამოაღებინებ პირიდან. პირიდან არ ამოსდით რუსეთი. ან უცხო ძალას ეძახიან, ან საერთოდ არაფერს არ ამბობენ და რავიცი, რაღა უნდა ვთქვა. ადამიანები შევიკრიბეთ იმისთვის, რომ მე თვითონ აქ მონაწილე ვარ 9 აპრილის. 36 წლის წინ ვიცავდი, ბრძოლის ველი იყო, ფაქტობრივად, აქ და დღესაც აქ ვდგავარ. 25 წლის ვიყავი, დღეს 60-ის ვარ. რა ვთქვა, უკვე აღარ ვიცი და ისევ ის თანამედროვე ორჯონიკიძეები მოვიდნენ, ვისაც უნდათ, რომ რუსეთში შეგვათრიონ, - ამბობს ანდრო ჭიჭინაძის დედა.

ირაკლი კობახიძე 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც რუსეთს არ ახსენებს. ივანიშვილის პრემიერი წერს, რომ 9 აპრილს "ძალადობა უცხოურმა ძალამ განახორციელა".

ამასთან, კობახიძე სინდისის პატიმრების მშობლების მიერ ორგანიზხებლ აქციაზეც წერს რომ:  "უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე"