რუსი მოღალატეები არიან, ქართული წარმომავლობით და გვარებით - გია ბუღაძე "ოცნებაზე"
მხატვარი გია ბუღაძე არალეგიტიმურ პრემიერს გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს. ხელოვანი პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნების" ლიდერები ჩვეულებრივი რუსი მოღალატეები არიან, თუმცა ქართული გვარებით და წარმომავლობით.
რუსეთი და თურმე დასავლეთი ერთი და იგივეა. რა თქმა უნდა, ჩვენ მშვენივრად ვიცით, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ თავისი ამომრჩევლების, საზოგადოების ზომბირებას ეწევიან იმისთვის, რომ თქვან და ათქმევინონ, რომ ყველა, დასავლეთი იქნება თუ ჩრდილოეთი, ყველა ერთი ნაგავია, ყველა ჩვენი მტერია და მხოლოდ ჩვენ ვართ, „ქოცები“ ვართ, თურმე, დიდი დამოუკიდებლობის შემქმნელნი და გარანტორები. ყველაფერზე წამსვლელები არიან. ესენი ქართული გვარებით, ქართული წარმომავლობით ჩვეულებრივი რუსი მოღალატეები არიან - ამბობს გია ბუღაძე.
ირაკლი კობახიძე 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც რუსეთს არ ახსენებს. ივანიშვილის პრემიერი წერს, რომ 9 აპრილს "ძალადობა უცხოურმა ძალამ განახორციელა".
ამასთან, კობახიძე სინდისის პატიმრების მშობლების მიერ ორგანიზებლ აქციაზეც წერს რომ: "უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე".