"თვითონ რუსეთია, თავის თავს ხომ არ ახსენებს?" - იულონ გაგოშიძე კობახიძეზე

09.04.25 13:58
"თვითონ რუსეთია, თავის თავს ხომ არ ახსენებს?" - იულონ გაგოშიძე კობახიძეზე

 

 

ისტორიკოსი იულონ გაგოშიძე ამბობს, რომ კობახიძის მიერ განცადებაში რუსეთის არხსენება გასაკვირი არ არის. მეცნიერის თქმით, "ოცნება" თავად რუსეთია, თავად 9 აპრილის შემოქმედია და ამიტომ, ცხადია, რომ რუსეთს, როროგც ბოროტ ძალას, არ ახსენებს.  

სამწუხაროდ, იმ 9 აპრილის, პირველი 9 აპრილის შემოქმედები, დღეს თავის თავს საქართველოს მთავრობას ეძახიან, ხელისუფლებას. თვითონ არიან ამის შემოქმედები და რატომ უნდა ეხსენებინათ რუსეთი. თვითონ რუსეთია, თავის თავს ხომ არ ახსენებს, - ამბობს იულონ გაგოშიძე.

ირაკლი კობახიძე 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც რუსეთს არ ახსენებს. ივანიშვილის პრემიერი წერს, რომ 9 აპრილს "ძალადობა უცხოურმა ძალამ განახორციელა".

ამასთან, კობახიძე სინდისის პატიმრების მშობლების მიერ ორგანიზებლ აქციაზეც წერს რომ:  "უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე".