თუკი ვინმეს უცხო ძალა შეიძლება, ეწოდოს საქართველოში, კობახიძე და მისი მთავრობაა - სანდრო კაკულია

09.04.25 17:12
თუკი ვინმეს უცხო ძალა შეიძლება, ეწოდოს საქართველოში, კობახიძე და მისი მთავრობაა - სანდრო კაკულია

ის დროც მოვიდა, როცა "ოცნება" რუსეთის, როგორც მტრის ხსენებას ვერ ბედავს, - ამის შესახებ მსახიობი სანდრო კაკულია საუბრობს. ხელოვანის თქმით, არალეგიტიმური ხელისუფლების ლექსიკონიდან გაქრა რუსეთის, როგორც მტრის მცნება. 

სანდრო კაკულია პირდაპირ ამბობს, რომ თუკი ქვეყანაში ვინმეს შეიძლება "უცხო ძალა" ეწოდოს, სწორედ კობახიძე და არალეგიტიმური მთავრობაა.

სირცხვილის დილა გაუთენდა ყველა ქართველ პატრიოტს დღეს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც წავიკითხეთ განცხადებები, სადაც ხელისუფლება ვერ ახსენებს რუსეთს. ეგ დროც მოვიდა. დღეს ვფიქრობდი, რომ მოვდიოდი, რომ რამდენ რამეზე მოგვიქია მაგის თქმა, რომ "აი, ეგ დღეც გათენდა საქართველოში, ესეც მოხდა, კიდევ რა უნდა მოხდეს?" და აი, ეს მოხდა, რომ გაქრა რუსეთი როგორც მტერი, ამის დეფინიცია ჩვენი ლექსიკონიდან. უცხო ძალად მოინათლა. მე მგონია, რომ თუკი ვინმეს უცხო ძალა შეიძლება, ეწოდოს საქართველოში, კობახიძე და ეს მთავრობაა, - ამბობს სანდრო კაკულია. 

ირაკლი კობახიძე 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც რუსეთს არ ახსენებს. ივანიშვილის პრემიერი წერს, რომ 9 აპრილს "ძალადობა უცხოურმა ძალამ განახორციელა".

ამასთან, კობახიძე სინდისის პატიმრების მშობლების მიერ ორგანიზებლ აქციაზეც წერს რომ:  "უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე".