"ოცნებას" საქმე კარგად არ აქვს - მარიამ ნადირაძე

09.04.25 17:17
"ოცნებას" საქმე კარგად არ აქვს - მარიამ ნადირაძე

მსახიობი მარიამ ნადირაძე, რომელიც პარლამენტის წინ აქციაზე იმყოფება, ამბობს, რომ "ოცნებას" საქმე კარგად არ აქვს. ხელოვანის თქმით, შეუძლებელია არალეგიტიმური ხელისუფლება თავს კომფორტულად გრძნობდეს, როდესაც ყველა მათი ქმედება და სიტყვა ტყუილზეა აგებული. 

რთული ტვირთი გვაწევს ქართველებს, იმიტომ, რომ სულ ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი დემოკრატიისთვის, მაგრამ მე მჯერა, რომ ეს პროცესი ყოველ ჯერზე რაღაც ახალს ბადებს. არ აქვთ კარგად საქმე. როგორ შეიძლება, კარად იყვნენ, როცა ამხელა ტყუილზე აქვთ ყველაფერი აშენებული? მერე, დღეს რა სპექტაკლებიც დადგეს, მოაგზავნეს ხალხი, ვითომ ტიტები უნდა მოეტანათ, ეს ყველაფერი ხომ მათ სისუსტეზე მეტყველებს, - ამბობს მარიამ ნადირაძე. 

ირაკლი კობახიძე 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც რუსეთს არ ახსენებს. ივანიშვილის პრემიერი წერს, რომ 9 აპრილს "ძალადობა უცხოურმა ძალამ განახორციელა".

ამასთან, კობახიძე სინდისის პატიმრების მშობლების მიერ ორგანიზებლ აქციაზეც წერს რომ:  "უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე".