იმის არაღიარება, რომ 9 აპრილის სისასტიკე რუსეთმა ჩაიდინა, არის თვითმკვლელობის ტოლფასი - სინდისის პატიმრის და

09.04.25 20:28
იმის არაღიარება, რომ 9 აპრილის სისასტიკე რუსეთმა ჩაიდინა, არის თვითმკვლელობის ტოლფასი - სინდისის პატიმრის და

 

 

იმის არაღიარება, რომ 9 აპრილის სისასტიკე რუსეთმა ჩაიდინა, არის თვითმკვლელობის ტოლფასი - ასე აფასებს გლდანის საპყრობილეში გამომწყვდეული ირაკლი ქერაშვილის და 9 აპრილთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" პრემიერის დღევანდელ განცხადებას.

ქეთი ქერაშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ ოლიგარქის გუნდის წარმომადგენლებმა დღეს კიდევ ერთხელ მოიხსნეს ნიღბები და ქართველ ხალხს დაუმტკიცეს, რომ რეალურად რუსული რეჟიმის ინტერესების გამტარებლები არიან. 

დღევანდელი დღე ნამდვილად შედგა. მიხარია, რომ ეს ერთობა დავანახეთ რუსულ რეჟიმს. კიდევ ერთხელ გამოამჟღავნეს თავიანთი თავები, რომ არიან რუსული ოცნება და არა ქართული ოცნება. 9 აპრილის არაღიარება, რომ ეს სისასტიკე რუსეთმა ჩაიდინა, არის თვითმკვლელობის ტოლფასი. თუ ვინმე შემორჩა, ვისაც აქამდე ეჭვი ეპარებოდათ, ესენი რუსული რეჟიმის წარმომადგენლები იყვნენ თუ არა, დღეს მათ დაადასტურეს, რომ რუსული რეჟიმის წარმომადგენლები არიან". - განაცხადა ქეთი ქერაშვილმა. 

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც რუსეთი არ ახსენა. ივანიშვილის პრემიერი წერდა, რომ 9 აპრილს "ძალადობა უცხოურმა ძალამ განახორციელეს".

ამასთან, კობახიძე სინდისის პატიმრების მშობლების მიერ ორგანიზებულ აქციასაც გამოეხმაურა და დაწერა, რომ: "უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე".