"ოცნება" საბჭოთა დროინდელი პროპაგანდისტების ნარატივს აგრძელებს - ნიკო მანაგაძე

09.04.25 21:48
"ოცნება" საბჭოთა დროინდელი პროპაგანდისტების ნარატივს აგრძელებს - ნიკო მანაგაძე

9 აპრილთან დაკავშირებით ივანიშვილის რეჟიმის პრემიერის განცხადებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ნიკო მანაგაძე საბჭოთა დროინდელი პროპაგანდისტების ნარატივის გაგრძელებად აფასებს. 

ნიკო მანაგაძე "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ "ქართული ოცნება" მსგავსი რიტორიკით ქართველი ხალხისთვის "ისტორიული მეხსიერების წაშლას" ცდილობს. 

დღეს, მთელი დღის განმავლობაში მესმოდა, რომ რუსეთი ვერ ახსენებს და თითქოს, ჩაანაცვლეს "უცხოური ძალის" ტერმინით. სინამდვილეში, არ მაქვს განცდა, რომ უცხოურ ძალაში ეს ადამიანები გულისხმობდნენ რუსეთს. მე მგონია, რომ ეს ადამიანები აგრძელებენ ყველაზე უფრო ტვინგაცხელებული პრორუსების, 1989 წლის საბჭოთა დროინდელი პროპაგანდისტების ნარატივს, რომ თითქოს, დასავლეთის პროვოცირებული, შეერთებული შტატების პროვოცირებული იყო 9 აპრილის ღამე, რომ მაშინდელი ლიდერები, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა იყვნენ გარკვეულ კოლაბორაციაში დასავლეთთან და იყენებდნენ ახალგაზრდებს, და იქ შეკრებილი ახალგაზრდების ზვარაკად შეწირვის ხარჯზე უნდოდათ გარკვეული ბენეფიტების მოტანა დასავლეთისთვის". - განაცხადა ნიკო მანაგაძემ. 

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც რუსეთი არ ახსენა. ივანიშვილის პრემიერი წერდა, რომ 9 აპრილს "ძალადობა უცხოურმა ძალამ განახორციელეს".

ამასთან, კობახიძე სინდისის პატიმრების მშობლების მიერ ორგანიზებულ აქციასაც გამოეხმაურა და დაწერა, რომ: "უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე".