რუსთაველის გამზირზე დაკავებული ვატო სამხარაძე თავისუფალია
რუსთაველის გამზირზე დაკავებული ვატო სამხარაძე თავისუფალია - ახალგაზრდამ წინასწარი მოთავსების იზოლატორი რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
იზოლატორთან ვატო სამხარაძის ახლობლები არიან შეკრებილები, რომლებიც ახალგაზრდის გათავისუფლებას ოვაციებით შეხვდნენ.
ცნობისთვის, ვატო სამხარაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 7 აპრილს დააკავეს. მასთან ერთად ვახო გომელაურის უწყების წარმომადგენლებმა კიდევ ორი ახალგაზრდა, თაზო კვესელავა და რეზი დუმბაძე აიყვანეს, რომლებიც ამ დრომდე წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩებიან.
დედაქალაქის მთავარ გამზირზე გადაღებული კადრებით გაირკვა, რომ მათი დაკავების ოპერაციაში გომელაურის უწყების მაღალჩინოსნები - სერგი ბზიშვილი და ლაშა სალუქვაძე მონაწილეობდნენ.