შურისძიება ფბ სტატუსის გამო - რა ჩვენება მისცა "ტვ პირველის" ოპერატორის წინააღმდეგ პოლიციელმა

10.04.25 16:13
შურისძიება ფბ სტატუსის გამო - რა ჩვენება მისცა "ტვ პირველის" ოპერატორის წინააღმდეგ პოლიციელმა

"ტვ პირველის" ოპერატორის საქმე - სასამართლოში მისული პოლიციელი ლევან რუსიშვილი დღეს ამტკიცებდა, რომ ლაშა ჯიოშვილი პოლიციას აგინებდა და ირწმუნებოდა, რომ ამის შესახებ მას ორმა უცნობმა გოგომ მიაწოდა ინფორმაცია. პოლიციელი ამბობსდა, რომ სწორედ ამის საფუძველზეც შეადგინა პატაკი.

სხდომიდან გამოსვლის შემდეგ რუსიშვილს კითხვები დაუსვა "პირველებმა" და ჰკითხა, ვინ იყო ის ორი გოგო, რომლის ინფორმაციის საფუძველზეც შეადგინა პატაკი, თუმცა პოლიციელმა კითვებს არ უპასუხა.

ჩემს ფბ-ზე დაძვრებიან, შემდეგ რაღაც ტყუილ პატაკებს წერენ - თქვა ლაშა ჯიოშვილმა სასამართლოს დასრულების შემდეგ და ბრალის აბსურდულობაზე ისაუბრა.

კონკრეტულ პოლიციის თანამშრომელს როდესაც ჰკითხეს, რას ითოვდა, ბოლოს თქვა, რომ ჩემს დამნაშავედ გამოცხადებას ითხოვდა. ვნახეთ შემდეგ პოლიციელის ტყუილი, რომელმაც თავის ახსნა-განმარტებაში ჩაწერა, რომ როდესაც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, თითქოს მე გადავუღე ვიდეო, ესეც არის ტყუილი და ამის მტკიცებულებაც არსებობს. ჩემს ფბ-ზე დაძვრებიან, შემდეგ რაღაც ტყუილ პატაკებს წერენ, რომ თურმე ვიღაცა ორი გოგოსგან მოისმინეს, მე როგორ ვაგინებდი პოლიციელებს და ა.შ., თუმცა დღეს საბაედნიეროდ, სასამართლომ ასე მარტივად ვერ გამომაცხადა სამართალდამრღვევად", - თქვა ჯიოშვილმა. 

"ტვ პირველის" ოპერატორის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება პირველ მაისამდე გადაიდო.  გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დავით პაპუაშვილმა მიიღო.